2017 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე საყრდენი კედლების სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 მისამართზე მიმდინარეობს. აღდგენას ქეთევან წამებულის, 300 არაგველის, იოანე ბატონიშვილის ქუჩებზე მდებარე საყრდენი კედლები ექვემდებარება. რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის უზრუნველსაყოფად 37 868 ათასი ლარია განსაზღვრული. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს „ამ – ნარა“ აწარმოებს. სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო გამგებლის თანაშემწე ტარიელ კახნიაშვილი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა მახათაძე. გარდა აღნიშნულისა, რეაბილიტაციას ექვემდებარება სოფელ ზედა საქარაში სანიაღვრე არხის მოწყობაც. ობიექტზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.