ქალაქ ბოლნისის ორ საბავშვო ბაღში წელს ცენტრალური გათბობის სისტემები დამონტაჟდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

N4 და N2 საბავშვო ბაგა-ბაღებში გათბობის სისტემის დამონტაჟება მოხდება. სამუშაოების შესასრულებლად მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ერთი თვის წინ გამოაცხადა. წინადადებების მიღება დასრულებულია და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი კომპანიები, რომლებმაც ცენტრალური გათბობის სისტემების მონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულონ. სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
გათბობის სისტემების გარდა, N4 საბავშვო ბაგა-ბაღში ელექტროსამონტაჟო სამუშაოებიც განხორციელდება.
წელსვე სოფელ ტანძიის საბავშვო ბაღში საკანალიზაციო ქსელისა და სველი წერტილების მოწესრიგება მოხდება. სრული რეაბილიტაცია კი აღნიშნულ 3 ბაღს 2018 წელს ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, არსებული 12 ბაღიდან 9 სრულად რეაბილიტირებულია,რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს.

Visited 183 times, 1 visit(s) today