ქალაქ გარდაბანს სამი ახალი მინი სტადიონი აქვს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ გარდაბანს სამი ახალი მინი სტადიონი აქვს. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „დოკასპორტმა“ შეასრულა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 650 742 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში ქალაქ გარდაბანს კიდევ ერთი ახალი მინი სტადიონი შეემატება, ამას გარდა სპორტული მოედნები სოფელ სართიჭალაში (რადიო სადგურისა და სამხედრო ნაწილის მიმდებარედ), სოფელ ნორიოში, სოფელ ყარაჯალარსა და ვაზიანის დასახლებაში მოეწყობა.

Visited 219 times, 1 visit(s) today