ქალაქ ერზინჯანის დელეგაცია ქობულეთს სტუმრობდა

02/06/2017

ქობულეთის გამგებლის მოადგილე მალხაზ რომანაძე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და რესურსცენტრის დირექტორთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ერზინჯანის სკოლა ლიცეუმის „უგურის“ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის ზოგადი განათლების სისტემასა და პროექტებზე ისაუბრეს. თურქეთის დელეგაცია სამ დღიანი ვიზიტით გაცვლითი პროგრამით სოფელ ხალას საჯარო სკოლაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელაგაციის წევრებმა ქობულეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0