ქალაქ თელავის ცენტრალურ ნაწილში ხუთი ახალი ფანტანი განთავსდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

როგორც prof-news-ს თელავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი კიკნაძემ განუცხადა, სამუშაოებისთვის გამოცხადებულია ტენდერი და გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიის გამოვლენის შემდეგ დაიწყება საშენებლო სამუშაოები. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიან გამოყოფილია 6000 ლარი.
„სასმელი წყლის ფანტანები განთავსდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში: ერეკლე მეორის გამზირზე, ძველი და ახალი ბაღის ტერიტორიაზე, სამხატვრო სკოლის და ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე აღდგება ერთი დაზიანებული ფანტანი ფიქრის ხიდზე. აღნიშნული სამუშაოები მუშაობის დაწყებიდან დაახლოვებით სამ კვირაში დასრულდება“, – განუცხადა prof-news-ს გიორგი კიკნაძემ

Visited 279 times, 1 visit(s) today