ქალაქ მარტვილში, წერეთლის ქუჩაზე ასფალტო ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილში, წერეთლის ქუჩაზე ასფალტო ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტი ასევე მოიცავს თამარ მეფის, ოქტომბრის, ნ. გეგიას, შეროზიას, დადიანის და კალინინის ქუჩების რეაბილიტაციას. ჯამში დაიგება 3 500 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა გაეცნო. პროექტის ღირებულება 607 995 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “მარტვილავტოგზა“ ასრულებს. ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ა/ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Visited 254 times, 1 visit(s) today