ქალაქ მცხეთაში 8 მარტისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

08/03/2017

მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლაში ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, ქალთა საერთაშორისო დღის – 8 მარტისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაზე შესრულდა კლასიკური, საესტრადო და ფოლკლორული ნომრები. კონცერტის დასკვნითი ნაწილი ქალაქ მცხეთის კულტურის სახლის ვაჟთა ხალხური სიმღერების ანსამბლ „მცხეთა“–ს დაეთმო. ღონისძიებას, რომელიც მცხეთის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მცხეთა–მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0