ქალაქ სიღნაღში, ტრადიციულად, ღვინის ფესტივალი გაიმართება

02/10/2017

ქალაქ სიღნაღში, ტრადიციულად, ღვინის ფესტივალი გაიმართება. ამ დღით, სიღნაღს საქართველოს ყველა კუთხიდან ეყოლება სტუმარი.
სტუმრები დააგემოვნებენ გლეხურ ღვინოს, კახურ ნაზუქებს, თათარას, მწვადს…გაიმართება სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები, აირჩევენ სიღნაღის საპატიო მოქალაქეებს. ღვინის ფესტივალი კონცერტით დასრულდება.
ღონისძიება დაიწყება 12 საათზე და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. იგი ტარდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0