ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს რაჭაში

08/03/2016

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა რატი ნამგალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ მხარის გუბერნატორთან პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ამბროლაურის საავადმყოფოს მედ–პერსონალს და სასწრაფო–სამედიცინო სამსახურის მორიგე ქალბატონებს, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი პირადად მიულოცეს და თაიგულები გადასცეს.
გუბერნატორმა სასწრაფო–სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს ინფორმაციის სახით აცნობა, რომ უახლოეს პერიოდში აღნიშნულ დაწესებულებას ქალაქ ამბროლაურის მერიის მიერ ახალი კეთილმოწყობილი ფართი გადაეცემა, სადაც მედ–პერსონალს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის პირობებში მუშაობის საშუალება მიეცემა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0