ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ საჯარო შეხვედრა გამართა

01/12/2017

ზუგდიდის ტექნოპარკში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო გოგუაძემ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ საჯარო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ნინო გოგუაძემ და გენდერული საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა – ანა წურწუმია-ზურაბაშვილმა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა მიმოიხილეს და საზოგადოებას სტამბულის კონვენციიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები გააცნეს. შეხვედრაზე ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა თამარ ბარკალაიამ , დამსწრეებს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები გააცნო და სახელმწიფო უწყებების რეაგირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია, სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი გოგი რევია და მერიის ახალგაზრდულ და გენდერული თანასწორობის საქმეთა განყოფილების უფროსი დავით შამათავა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0