ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს

15/05/2017

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა სოფლების: ზემო ხვედურეთი-ხეობა-ჭანდრებისა და მოხისი-კოდავარდისუბნის გზის ასფალტირების პირველადი სამუშაოები. აღნიშნული პროექტები მიმდინარეობს რეგიონული პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. ზემო ხვედურეთი-ხეობა-ჭანდრების 3,225 კმ-იანი გზა ადგილობრივი მნიშვნელობისაა. გზა ემსახურება ქარელის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის(ზ/ხვედურეთი,ჭანდრები,ხეობა,თრეხვი,მეხეთი,ტყემალა-აქედან სამი სოფელი მთის სტატუსით სარგებლობს) 2200 მცხოვრებს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდ ნაწილს.გზას რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტის ღირებულებაა 977 700 ლარი.სამუშაოებს ასრულებს შპს „შარა“. ასევე ადგილობრივი მნიშვნელობისაა მოხისი-კოდავარდისუბნის 5 კმ-იანი გზა, რომელიც ემსახურება მუნიციპალიტეტის 3 სოფლის 2100 მოსახლეს,სოფელ მოხისში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას.გზას რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია.პროექტის ღირებულებაა 1 318 000 ლარი.სამუშაოებს ახორციელებს შპს „იბოლია“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0