ქარელში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

20/10/2017

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად დაათვალიერა ქარელში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
იგება ასფალტის საფარი ბრეძა – ჭვრინისის 3 კილომეტრიანი გზის მონაკვეთზე და წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება 724 500 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ასრულებს შპს „შარა“.
აღნიშნული გზით ისარგებლებენ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ორი სოფლის მაცხოვრებლები. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია დასრულდება წლის ბოლომდე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0