ქართველი პარლამენტარები ვაშინგტონში კონგრესმენ მაიკლ კონავეის შეხვდნენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენ მაიკლ კონავეის შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთოებებზე და საპარლამენტო თანამშრომლობის გარღმავების მნიშვნელობაზე.
კონგრესმენმა მაიკლ კონავეიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიულ მთლიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.
შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

Visited 128 times, 1 visit(s) today