ქართველი სტუდენტები იულიხის ცენტრში სასწავლო კურსს გაივლიან

08/06/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იულიხის (გერმანია) კვლევით ცენტრს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საზაფხულო სკოლისა და შემოდგომის ლექციების კურსის თანადაფინანსებას შეეხება. კურსი განკუთვნილია კონსორციუმის წევრი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (თსუ, სტუ, ილიაუნი, აგრუნი) სტუდენტებისთვის, რომლებიც შემოდგომის ლექციების კურსის ფარგლებში გაემგზავრებიან იულიხის ცენტრში ორკვირიანი ლექციების კურსზე დასასწრებად. ხოლო საზაფხულო სკოლის ფარგლებში, იულიხის კვლევითი ცენტრის მეცნიერები საქართველოში ჩაატარებენ ლექციებს.
2017 წელს ჩატარდება შემოდგომის ლექციების კურსი იულიხში, ხოლო 2018 წელს – საზაფხულო სკოლა საქართველოში. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და იულიხის კვლევითი ცენტრი თანაბრად დააფინანსებს თითოეულ ღონისძიებას 15 000 -15 000 ევროს ფარგლებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0