ქართველ სამხედროებზე ნადირობა არ ხდება

07/02/2017

გია ცერცვაძის საქმეს ვიცნობ, საქმე კრიმინალურ დანაშაულს ეხება, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე 2003 წელს ჩაიდინა, – ამის შესახებ გრიგორი კარასინმა ქართველ ჟურნალსიტებს პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სეპციალურ წარმოამდგენელთან, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე განუცხადა. მისივე თქმით, გია ცერცვაძის შესახებ ის დღევანდელ შეხვედრაზე აპირებს საუბარს.

”ცერცვაძის საქმეს ვიცნობ და ამ საკითხზე დღეს ვისაუბრებთ. საქმე კრიმინალურ დანაშაულს ეხება, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე 2003 წელს ჩაიდინა. დოკუმენტაცია გვაქვს. ჩვენ უსაფუძვლოდ ინტერპოლში მოთხოვნას არ ვაგზავნით. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ არგუმენტებს გავცვლით, რადგან ეს ჰუმანიტარული საკითხია. ყველა თემა, როგორიცაა ბრალდებები, ძებნა და ა.შ, ანუ, რომელიც ადამიანებს ეხება, ჰუმანიტარულ სფეროს მიეკუთვნება. ჩვენ გაგვაჩნია წყაროები და ვფლობთ ინფორმაციას. რაც შეეხება ნადირობას ქართველ სამხედროებზე, ასეთი რამ არ ხდება. ჩვენ გამოძიებას ვაწარმოებთ კრიმინალურ საქმეებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, რუსეთის ან საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი. მაგალითისთვის, საქართველოში იმყოფება პიროვნება ლაკაევი, რომელივ აფხაზეთში რუსი დიპლომატის და მისი მეუღლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ის ახლა პატიმრობაშია და სასჯელს იხდის, მაგრამ, მის საქმეზეც ვილაპარაკებთ დღეს”, – განაცხადა კარასინმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ უარყო, რომ კარასინის მიერ დასახელებულ თემებზე აპირებენ დღეს საუბარს. როგორც აბაშიძემ განმარტა, ის ამ საკითხსითვის არ მომზადებულა.

”ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი. თუ მან დაიწყო, მოვუსმენ, რას გვეტყვიან. ჩვენი პრინციპია, რომ ჩვენს მოქალაქეებს სხვა სახელმწიფოებს არ გადავცემთ. თუ დეტალურად და არსებითად უნდათ ამ საკითხის განხილვა, ამისთვის შესაბამისი უწყებები არსებობენ”, – განაცხადა აბაშიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0