ქართველ სუმოისტს თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) ტურიზმის საპატიო ელჩის წოდება მიენიჭა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქ. ტოკიოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე ტურიზმის საპატიო ელჩის წოდებით დააჯილდოვა ცნობილი ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ).
მას ეს ჯილდო იაპონიაში საქართველოს, მისი კულტურის, ტრადიციების და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ სპორტსმენს იაპონიაში წარმატებული საქმიანობისა და ამ გზით საკუთარი სამშობლოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.
თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუს) სპეციალური სიგელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადაეცა, რომელსაც ესწრებოდნენ სპეციალურად მოწვეული სტუმრებია იაპონიის სამთავრობო და პოლიტიკური წრეებიდან, ასევე მედიის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი.

Visited 243 times, 1 visit(s) today