ქართული და ბრიტანული სამხედრო ორკესტრების კონცერტი გაიმართა

16/06/2017

ევროპის მოედანზე ქართული და ბრიტანული სამხედრო ორკესტრების კონცერტი გაიმართა ევროპის მოედანზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებლმა ორკესტრმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდმა -„The Salamanca Band & Bugles of The Rifles“ მუსიკალური წარმოდგენა გამართეს. ღონისძიების დასაწყისში, ბრიტანული ბენდის წევრებმა მეტეხის ხიდზე მუსიკალური კომპოზიციების თანხლებით, მარშირება მოაწყვეს. წარმოდგენის შემდეგ კი, ქართულმა და ბრიტანულმა ორკესტრებმა სამხედრო მარშები, ასევე თანამედროვე მუსიკის შედევრები შეასრულეს. ერთობლივი კონცერტი მიზნად ქართველ და ბრიტანელ ხალხთა შორის კულტურათა დიალოგის პროცესის გაძლიერებასა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრისა და „The Salamanca Band & Bugles of The Rifles“-ის ერთობლივი კონცერტი საქართველოში უკვე მეორედ გაიმართა. საჩვენებელ მუსიკალურ წარმოდგენას ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო ატაშე, ვიცე–პოლკოვნიკი დევიდ ეთელი, ასევე თავდაცვის უწყებისა და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0