„ქართული იუმორის ფესტივალი“ –ს გამარჯვებულს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა წარმატება მიულოცა

04/10/2017

„ქართული იუმორის ფესტივალი“ –ს გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა შემოქმედებით სფეროში კიდევ ერთი მიღწეული წარმატება მიულოცა. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობს ბადრი ტაბატაძეს სპეციალური პრიზი ნომინაციაში „ფესტივალის აღმოჩენა“ გადაეცა. გასულ წელს ბადრი ტაბატაძე იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა. „ქართული იუმორის ფესტივალი“ ქალაქ ხონში 30 სექტემბერს ჩატარდა, თეატრალურ ღონისძიებაში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი იღებდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0