ქართული მხარე უცხოელ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს

15/03/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრომ, საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ, მაროკოს სამეფოსა და ელ-სალვადორის რესპუბლიკის ათასწლეულის გამოწვევის ფონდების დელეგაციას უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მიერ განათლების სექტორში მიმდინარე წარმატებული პროგრამების შესწავლა და მათი შემდგომ მაროკოსა და ელ-სალვადორში დანერგვა და განხორციელება იყო. წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს დელეგაციის ვიზიტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს მთავრობასთან და განსაკუთრებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს.
ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება, პროფესიულ განათლებაში მიმდინარე ცვლილებებზე გამახვილდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0