პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თბილისელ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის. პარტიის წარმომადგენლები დღეს, 16:00 საათიდან, დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებენ, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში არსებულ ქუჩებს, პარტიის მხარდამჭერი პლაკატებისგან გაათავისუფლებენ.
დასუფთავების აქციაში პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.
Visited 184 times, 1 visit(s) today