„ქართული ოცნება“ ელემენტარული პოლიტიკური კატეგორიებით ვერ აზროვნებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ნინო ბურჯანაძე ”ქართულ ოცნებას” არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.ბურჯანაძე თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს ურჩევს, ჩაიხედოს საერთაშორისო სამართლის სახელმძღვანელოებში და სანამ საჯარო განცხადებას გააკეთებს, ჯერ განმარტება წაიკითხოს „უბლოკო სტატუსსა“ და ნეიტრალიტეტზე.

„ბატონო ირაკლი და უმრავლესობის წევერებო! ვინ გიშლიდათ, რომ „რესპუბლიკური პარტიისთვის“ დაგესწროთ და თქვენ გამოხმაურებოდით „უბლოკო სტატუსის“ იდეას. ინიციატივა ჩვენ განვაცხადეთ ივლისის დასაწყისში, „რესპუბლიკური პარტია“ ამ იდეას გამოეხმაურა პრაქტიკულად ერთი თვის შემდეგ, თქვენ ვინ გიშლიდათ ერთი თვის განმავლობაში ხელს?! კარგი იქნება თუ თავს დაანებებთ უსინდისო მანიპულაციებს, არაკომპეტენტურობა ერთია, მაგრამ როდესაც არაკომპეტენტურობიდან გამომდინარე უსინდისო ბრალდებები ისმის, ეს უკვე სასაცილოც არის, მაგრამ რეაგირებას ნამდვილად საჭიროებს. ესეც ერთი დადასტურება იყო იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ელემენტარული პოლიტიკური კატეგორიებით ვერ აზროვნებს, „ქართული ოცნება“ ელემენტარულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და ადეკვატურად ვერ მოქმედებს არც თუ ისე რთულ სიტუაციებში“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

იგი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ აუცილებლად მიიღოს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან მოშორების თაობაზე და 8 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენებში შემოხაზოს ნომერი 3.

Visited 165 times, 1 visit(s) today