”ქართული ოცნება” მოქმედებს შიშით

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს ხელისუფლება მოქმედებს არა ხედვით, არამედ შიშით, – ასეთ შეფასებას ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გიგი წერეთელი აკეთებს.
როგორც prof-news-ს წერეთელმა განუცხადა, ”თუკი ის ადამიანები, რომლებიც ”ქართულმა ოცნებამ” პარტიის ახალ სახეებად წარადგინა, აპირებენ შეცვალონ ის მტრული და სიძულვილის პოლიტიკა, რომელსაც ”ქართული ოცნება” ოთხი წლის განმავლობაში აჩაღებდა, ეს გარკვეული ნაბიჯი იქნება”.

”ამას ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ. კორცხელის ინციდენტიდან გამომდინარე, ამის შანსები მინიმალურია. ვფქირობ, რომ დღეს ხელისუფლება მოქმედებს არა ხედვით, არამედ შიშით, რაც ძალიან ცუდია. როცა შიშით მოქმედებ ბევრ შეცდომასაც უშვებ და ეს ვერც ვერაფერს პოზიტიურს ვერ მოგიტანს”, – აღნიშნა წერეთელმა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პარტიის ახალი სახეები წარადგინა. 15 ახალი სახე, რომელიც „ქართული ოცნების“ რიგებს უერთდება, მედიას და საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცნო.

პარტიის ახალი სახეები არიან: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები დადებით მუხტს შეიტანენ ქართულ პოლიტიკაში.

Visited 182 times, 1 visit(s) today