”ქართული ოცნება“ ხვალ იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს

17/07/2016

პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნება“ ხვალ, იმერეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.
დეპუტატობის კანდიდატებს პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ”ქართულ ოცნებას“ იმერეთში მაჟორიტარობის 11 კანდიდატი ეყოლება. კანდიდატების წარდგენა ხვალ ქუთაისში, ბალახვანის მოედანზე გაიმართება. ღონისძიება 20:00 საათზეა დაგეგმილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0