„ქართული ოცნების“ კანდიდატს კონკურენტი ვერ ეყოლება

07/06/2017

„ოპოზიციის არცერთ კანდიდატს არ აქვს შანსები დღეს ჩამოყალიბებული რეალობის გათვალისწინებით. „ქართული ოცნების“ კანდიდატს ვერ ეყოლება კონკურენტი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატურებზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი პოლიტსაბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დასახელდება. მისივე განცხადებით, პროგრამა მინიმუმი პირველ ტურში გამარჯვებაა და თუ კანდიდატი კახა კალაძე იქნება, მაშინ, პროგრამა მინიმუმი უპირობოდ შესრულდება.
„ პროგრამა მინიმუმი გვაქვს პირველ ტურში გამარჯვება. მე პირადად შემიძლია, გითხრათ, თუ კანდიდატი იქნება ბატონი კახა კალაძე, ამ შემთხვევაში, ეს პროგრამა მინიმუმი ყოველგვარი განსაკუთრებული სირთულეების გარეშე უპირობოდ შესრულდება.
ოპოზიციის არცერთ კანდიდატს არ აქვს შანსები იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. „ქართული ოცნების“ კანდიდატს ვერ ეყოლება კონკურენტი. არა მარტო მოგება-წაგებაზეა საუბარი, პროგრამა მინიმუმი ჩვენთვის არის პირველ ტურში გამარჯვება და ეს ამოცანა აუცილებლად შესრულდება მით უმეტეს, ისეთი კანდიდატის პირობებში, როგორიც არის, მაგალითად, კახა კალაძე“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0