„ქართული ოცნების“ ოფისში მიხეილ გიორგაძე და ლევან დავითაშვილი მივიდნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ასევე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მივიდნენ.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პარტიის ოფისში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე, კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატებს ხვდება. დეპუტატ გიორგი კახიანის ინფორმაციით, შეხვედრაზე პარლამენტის პირველი სხდომის საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობენ.

Visited 144 times, 1 visit(s) today