“ქართული ოცნების” წევრთა უმრავლესობა დაბნეულია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარტიულ ღონისძიებაზე მიმიწვიეს მაგრამ არ ვიცი რა სტატუსით, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ. ხვალ საგურამოში დაგეგმილია პარტიული ღონისძიება, სადაც პრემიერ-მინისტრი “ქართულ ოცნების” ახალ სახეებს წარადგენს. ომარ ნიშნიანიძის თქმით, “ქართული ოცნების” წევრთა უმრავლესობა დაბნეულია, რადგან არ აქვთ ინფორმაცია, ვინ იქნება პროპორციულ და მაჟორიტარულ სიებში.

“ახალი სახეების წარდგენაზე აუცილებლად მოვითხოვ სიტყვას და ვიქნები კრიტიკული. თუ სიტყვას არ მომცემენ, მაინც ვიტყვი სათქმელს. ძალიან გაურკვევლობაა ჩვენს თავს. 18 ივლისს, მაჟორიტარები უნდა დაასახელონ იმერეთში. მე, ქუთაისის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარობა მსურს და იმასაც არ გვეუბნებიან, ვიქნები თუ არა კანდიდატი. არ მინდა “ქართულმა ოცნებამ” უმადურობა გამოიჩინოს და ოცნება არ დაგვიფასოს” , – განაცხადა ნიშნიანიძემ.

Visited 205 times, 1 visit(s) today