„ქართული პოეზიის ანთოლოგია“ გერმანულ ენაზე

15/01/2016

15 იანვარს, გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა გერმანულ ენაზე თარგმნილი „ქართული პოეზიის ანთოლოგიის“ პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი, გერმანიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში მონიკა ნელჰარდი, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიცი, კრებული სავტორები, პოეტები და მთარგმნელები დაესწრნენ.
„ქართული პოეზიის ანთოლოგია“ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით ითარგმნა და გამომცემლობა „POP VERLAG“-ის მიერ გამოიცა. გამოცემაში შესულია ყველა ეპოქის 80-ზემეტი ქართველი ავტორის პოეტური ნაწარმოები.

გამოცემას თან ახლავს აუდიო-დისკი, რომელზეც ჩაწერილია 37 ქართველი პოეტის, მათ შორის გალაკტიონ ტაბიძისა და ირაკლი ჩარკვიანის ლექსები მათივე შესრულებით. ქართულ ენაზეწა კითხულ პოეზიას თან ახლავს გერმანულენოვანი თარგმანი. თარგმანზე მუშაობდნენ გერტ რობერტ გრიუნერტი, შტეფი ხოტივარი-იუნგერი, ნაირა გელაშვილი, მაია ლისოვსკი, ნინო პოპიაშვილი, შორენა შამანაძე, თამარა ზიგერი. კრებული ნინო პოპიაშვილმა და გერტ რობერტ გრიუნერტმა შეადგინეს.

წიგნში შესული ავტორები: იოანე ზოსიმე, დავით აღმაშენებელი, ჩახრუხაძე, შოთა რუსთაველი, დავით გურამიშვილი, ბესარიონ გაბაშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, ვაჟა-ფშაველა,გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი, კოლაუ ნადირაძე, სიმონ ჩიქოვანი, გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, ტერენტი გრანელი, ნიკო სამადაშვილი, იოსებ ნონეშვილი, შოთა ნიშნიანიძე, შოთა ჩანტლაძე, გაბრიელ ჯაბუშანური, ოთარ ჭილაძე, ოთარ ჭელიძე, ირაკლი აბაშიძე, მორის ფოცხიშვილი, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, იზა ორჯონიკიძე, გივი გეგეჭკორი, თამაზ ჭილაძე, ანა კალანდაძე, ესმა ონიანი, ლია სტურუა, ჯანსუღ ჩარკვიანი, გივი ალხაზიშვილი, ტარიელ ჭანტურია, კარლო კაჭარავა, ნაირა გელაშვილი, გურამ ოდიშარია, დათო მაღრაძე, დათო ბარბაქაძე, ზურაბ რთველიაშვილი, ზვიად რატიანი, შოთა იათაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ცირა ბარბაქაძე, ეკა ბაქრაძე, შალვა ბაკურაძე, ირმა შიოლაშვილი, ლელა სამნიაშვილი, რეზო გეთიაშვილი, ცირა ყურაშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, ეკა ქევანიშვილი, რატი ამაღლობელი, გიორგი კეკელიძე, დიანა ანფიმიადი, ბელა ჩეკურიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, კატო ჯავახიშვილი, ნინო სადღობელაშვილი, ქეთი თუთბერიძე, ალექს ჩიღვინაძე, პაატა შამუგია, ნიკა ჯორჯანელი, ლია ლიქოკელი, ნიკო გომელაური, დავით დეფი, ირაკლი ჩარკვიანი, ხალხური ლექსები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0