ქართული ფილმი “8 წუთი” ყველაზე გლობალური – მანჰეტენის ფესტივალის გამარჯვებულია

09/10/2017

ქართულმა ფილმმა მთავარი ჯილდო – ოქროს მედალი მიიღო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 100 000 კინომოყვარულმა საუკეთესო ფილმად სწორედ – “8 წუთი” დაასახელა. ფილმის რეჟისორები გიორგი გოგიჩაიშვილი და დათო აბრამიშვილი არიან, სცენარისტები – ზაზა კოშკაძე და მარი ბექაური, ხოლო პროდიუსერები – გეგა ხმალაძე და მაგდა დათუაშვილი.
“8 წუთმა” მანჰეტენის ათ ფინალისტს შორის მოხვედრით ოსკარის კვალიფიკაცია მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0