ქართულ ენასა და მათემატიკაში დამხმარე სახელმძღვანელოები შეიქმნა

02/02/2018

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სსსმ მოსწავლეებისთვის, ქართულ ენასა და მათემატიკაში დამხმარე სახელმძღვანელოები შეიქმნა, რომელიც სკოლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გადასცა.
დაიბეჭდა 11 დასახელების წიგნი, რომელთაგან ნაწილი განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, ნაწილი კი წარმოადგენს გზამკვლევებს მასწავლებლებისთვის.
შემუშავებული რესურსები, გარდა საჯარო სკოლებისა გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0