ქართულ-ესპანური ბიზენს ფორუმი გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონული განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ქართულ-ესპანური ბიზენს ფორუმი გაიმართა. ფორუმს უძღვებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი. სამუშაო პროცესში მონაწილეობა მიიღეს გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ბესიკ თალაკვაძემ, რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა შალვა გივიშვილმა, რეგიონის ბიზნეს და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა. ესპანურ მხარეს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის, დაპროექტება-მშენებლობისა და ინოვაციების სფეროში მოღვაწე ვალენსიის რეგიონის ბიზნესმენთა ჯგუფი.
ბიზნეს ფორუმზე განხილულ იქნა ქართულ-ესპანურ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული საკითხების ფართო სპექტრი. მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გააცნეს და აღნიშნული გამოცდილების გაზიარების პერსპექტივაზე ისაუბრეს. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ლევან ზაუტაშვილის განცხადებით ქართულ-ესპანური ბიზნეს სექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. სამხარეო ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს, აღნიშნული წამოწყების ხელშეწყობის მიზნით, ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

Visited 196 times, 1 visit(s) today