ქარიატაში ბონდის ხიდის რეაბილიტაცია ხორციელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ბონდის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ბონდის ხიდი ორ სოფელს: გაღმა ქარიატას და გამოღმა ქარიატას აკავშირებს ერთმანეთთან. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 219 ათას ლარს შეადგენს. ბონდის ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ძირითადი ნაწილი შესრულებულია და სამუშაო უახლოეს დღეებში დასრულდება. მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

Visited 235 times, 1 visit(s) today