ქარიატისა და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიების კეთილმოწყობა დასრულდა

08/09/2017

ქარიატისა და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიების კეთილმოწყობა დასრულდა. პროექტის შესაბამისად შეიცვალა: კარ-ფანჯრები, წყალსადენი ქსელი, კანალიზაციისა და ელექტროგაყვანილობის სისტემა; გარემონტდა ინტერიერი. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 22500 ლარი შეადგინა.
ძველი ხიბულის საექიმო ამბულატორია საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებს, 1989 წლის შემდეგ, ისევ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ საექიმო ამბულატორიის მომსახურებით.
მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის“ მუნიციპალური პროგრამა. პროგრამის მიზანი ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და დამატებითი ამბულატორიული მომსახურების გაწევაა იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ ფუნქციონირებს სახელმწიფო ამბულატორიული პროგრამა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0