ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიის კეთილმოწყობა დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიის კეთილმოწყობა დასრულდა. საექიმო ამბულატორია საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის“ მუნიციპალური პროგრამა. პროგრამის მიზანი ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და დამატებითი ამბულატორიული მომსახურების გაწევაა იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ ფუნქციონირებს სახელმწიფო ამბულატორიული პროგრამა.

Visited 158 times, 1 visit(s) today