ქარმა გარკვეულ ლოკაციებზე სახლებს სახურავები გადახადა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. კახა კალაძემ ყველა იმ ადამიანს, ვინც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა.

„გუშინ ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. ძირითადად, ეს იყო საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ქარმა გარკვეულ ლოკაციებზე სახლებს სახურავები გადახადა. დაფიქსირდა ხის წაქცევის რამდენიმე შემთხვევა, ასევე, რამდენიმე ლოკაციაზე ავარიულ სახლებში, სადაც არავინ ცხოვრობს, კედლის ჩამონგრევის ფაქტები. მინდა, მადლობა გადავუხადო „ეკოსერვის ჯგუფს“, ათივე რაიონის გამგეობას, მუნიციპალურ ინსპექციას, ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინ მთელი დღის განმავლობაში და ღამის საათებში მუშაობდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებულიყო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს სთხოვა, ქალაქში დარჩენილი პრობლემები დროულად მოგვარდეს. მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც გარკვეულ დარღვევებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს.

კახა კალაძის განცხადებით, ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც მშენებლობის ნებართვის საფუძველზეა ნაწარმოები და მშენებლობა 2020 წლის 18 აგვისტომდეა დასრულებული.

„გასულ წელს ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაევალა საკმაოდ მნიშვნელოვან კანონპროექტზე მუშაობა. დარწმუნებული ვარ, მას პარლამენტში დიდი მხარდაჭერა ექნება. კანონპროექტი შეეხება სამშენებლო ამნისტიას და გარკვეულ დარღვევებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს. ჩვენ საკანონმდებლო პაკეტი მოვამზადეთ და პარლამენტში წარვადგინეთ. მიმდინარეობს მუშაობა. შემუშავებული და შეჯერებულია ყველა პრინციპი, რაც ამ ინიციატივაში მნიშვნელოვანია. ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთჩამოთვლილი დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში, ამნისტიის გარდა, გაწერილია მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები. მათ შორის, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

„ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ამ შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებს დღეს თბილისის მოსახლეობა წარმოადგენს. რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა სრულფასოვანი და ეფექტური ზედამხედველობისა და დარღვევებზე სათანადო რეაგირების საშუალებას, თბილისში მივიღეთ ასეულობით დასრულებული მშენებლობა, რომელიც სხვადასხვა დარღვევით განხორციელდა და დღეს, ამ ობიექტების მესაკუთრეებს სწორედ თბილისელები წარმოადგენენ. ჩვენ მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს მხოლოდ ამნისტიას და პატიებას, არამედ აყალიბებს მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს. რამდენიმე წლის წინ მსგავს დარღვევებზე გავზარდეთ ჯარიმები, რამაც გარკვეული შედეგები გამოიღო, მაგრამ ფაქტია, რომ ვდგავართ სამშენებლო კომპანიების მხრიდან შეგნებული და მიზანმიმართული დარღვევებისა და მათგან გამოწვეული პრობლემების პირისპირ. სწორედ ამიტომ, შემოგვაქვს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. პირველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება ჯარიმა. გადავახდევინებთ ჯარიმას, თუ არასწორად ხორციელდება მშენებლობა და შეუსაბამოო არქიტექტურულ ნებართვასთან. თუ ხელმეორედ არ იქნება გამოსწორებული, ეს უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში გადავა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, საკანონმდებლო პაკეტის მესამე ნაწილი ეხება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლის საკითხს. კერძოდ, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.

„როგორც მოგეხსენებათ, 2009 წელს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, დაშვებულია შენობა-ნაგებობების გამოყენება და მასში ცხოვრება, მის ექსპლუატაციაში მიღებამდე. ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს შენობა-ნაგებობის სამშენებლო ნებართვასთან და პროექტთან შესაბამისობის დადგენას. დღეს არსებული საკანონდებლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ადამიანები ცხოვრობენ ისეთ შენობებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. ჩვენ გვახსოვს ამ ყველაფერმა რა პრობლემები შექმნა და ასეთი ნაგებობები ახლაც არსებობს, რადგან კანონი არ ზღუდავს ამ ყველაფერს. იმისთვის, რომ შეიცვალოს დამკვიდრებული პრაქტიკა და თავად სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი, აწარმოონ მშენებლობა

Visited 16 times, 1 visit(s) today