ქედაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კედლები და ეზო განაახლეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დაბა ქედაში, დ. აღმაშენებლის ქ. N 24 -ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზო, წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. ეზოს რელიეფი და ამორტიზირებული საყრდენი კედლები განსაკუთრებულ საფრთხეს მოზარდებს უქმნიდა. გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წელსვე დემონტაჟი ჩაუტარდა საყრდენ კედლებს და აშენდა ახალი, კეთილმოეწყო ეზოს რელიეფი და კიბე, დამონტაჟდა მოაჯირები, მოეწყო სანიღვრე არხები, დაიგო ბეტონის საფარი და ა.შ.
ეზოს კეთილმოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 73 691 ლარი დაიხარჯა. პროექტი დასრულებულია და შესაბამისად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრები 10 ოჯახი კეთილმოწყობილი ეზოთი უკვე სარგებლობს.

Visited 244 times, 1 visit(s) today