ქედაში წელს ასფალტობეტონის საფარი 6 სოფელში მოეწყობა

18/07/2016

მიმდინარე წელს, ქედის მუნიციპალიტეტში აჭარის ა რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში, 6 სოფელში 16,500 მეტრ სიგრძეზე ასფალტობეტონის საფარი დაიგება. პირველი მაისისა და აბუქეთის შემდეგ, სოფელ ვაიოსა და ხარაულაში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროცესი დღეს დეპარტამენტის ხელმძღვანელის მ/შ გიორგი რომანაძემ ქედის გამგებელთან დავით დუმბაძესთან ერთად სოფელ ვაიოში მოინახულა.
ვაიოს მოსახლეობას ასფალტის საფარით არასოდეს უსარგებლია. ვაიო-კვაშტის საავტომობილო გზის 2,500 მეტრ მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ზიმო-7“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 431 180 ლარს შეადგენს და იგი 29 ივლისამდე დასრულდება.
ასფალტის საფარის მოწყობის წინა მოსამზადებელი სამუშაოები ასევე აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ორცვასა და ზუნდაგაში. ქედაში წელს გზების მოასფალტებისთვის სულ 4 266 000 ლარი დაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0