ქედაში NIMD-ის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

22/06/2017

ქედის გამგეობის სააქტო დარბაზში, დღეს NIMD ბათუმის დემოკრატიის სკოლის წარმომადგენელმა თამარ მამეიშვილმა, პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ბათუმის დემოკრატიის სკოლა მსმენელების მიღებას წელს უკვე მეექვსედ აცხადებს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ გამგეობის, საკრებულოს, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და საზოგადოების სხვა წევრები, რომლებმაც პროგრამის ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხი თავად შეხვედრის ფასილიტატორისგან მიიღეს. დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის 18 წლიდან. გარდა სატრენინგო პროგრამისა კურსდამთავრებულები ასევე მონაწილეობას ღებულობენ ნიმდის მცირე გრანტების კონკურსში, ერთობლივ კონფერენციებში, დემოკრატიის ბანაკში და სხვა ღონისძიებებში. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 28 ივლისია. აპლიკაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ: school.nimd.ge

Tweet about this on TwitterShare on Facebook0