ქედის კულტურის ცენტრში ქალთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

07/03/2017

ქედის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, დღეს დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, კონცერტი გაიმართა. ქალბატონებს დღესასწაულები გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიულოცეს. ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბეთლემი”, ფოლკლორული ანსამბლები ,,ელესა”, ,,იაგუნდი”, კულტურის ცენტრთან არსებული კვარტეტი, ბენდი, ხალხურ საკრავთა ტრიო, სახელოვნებო სკოლის ანსამბლი ,,ჩანგი” და ინდივიდუალური შემსრულებლები – მონაწილეებმა არაჩვეულებრივი საღამო მიუძღვნეს ქედაში მცხოვრებ ქალბატონებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0