ქედის მუნიციპალიტეტში მე-15 ბაღი დღეს ოფიციალურად გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღი პირველად გაიხსნა. აღსაზრდელებს, მშობლებსა და მასწავლებლებს საბავშვო ბაღის გახსნა დღეს მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებმა მიულოცეს. ,,ამ ბაღის მშენებლობით ქედის გამგეობამ დაასრულა უმნიშვნელოვანესი პროგრამის ,,ბაღების ქსელის გაფართოება” – მე-8 ბაღია ჩვენი მმართველობის დროს აშენებული. მიხარია, რომ ამ ადმინისტრაციის სოფლებში მცხოვრებ ნებისმიერ სკოლამდელ ბავშვს შეუძლია მიიღოს განათლება კომფორტულ გარემოში, ხარისხიანად და სრულფასოვნად. ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამოცანაც სწორედ ეს გახლდათ. ვულოცავ ყველა პატარას, ახალდასაქმებულებს, გაერთიანების ხელმძღვანელობას ამ უმნიშვნელოვანესი საქმის კეთილად დასრულებას” – აღნიშნა ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ.

Visited 279 times, 1 visit(s) today