ქედის მუნიციპალიტეტში უამინდობას მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია

09/07/2016

ქედის მუნიციპალიტეტში უამინდობას მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. დილიდან მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება სხვადასხვა მიმართულებით. მუნიციპალიტეტში მობილიზებულია მობილური ჯგუფები და ოპერატიულად ხდება შეტყობინებებზე რეაგირება.
წუხელ ღამით გაიხსნა სოფელ კოკოტაურში ძანაძეების უბანში საავტომობილო მიმოსვლა.
საავტომობილო გზები იწმინდება ამ დროისთვის 2 მიმართულებით სოფელ აბუქეთასა და წონიარისში ჯაიმელას უბანში.
სოფელ დოლოგანში მდინარე ბზანას კალაპოტთან გუშინ მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა, რათა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავრგულების დატბორვის საშიშროება თავიდან ყოფილიყო აცილებული. ადგილზე იმყოფოდა გამგებლის პირველი მოადგილე გურამ ბერიძე.
სოფელ ჯალაბაშვილებში ტარიელ მანველიძის საცხოვრებელ სახლთან განვითარდა მეწყერი, რომელმაც საავტომობილო გზა ჩაკეტა. ადგილზე მუშაობდა ტექნიკა, გაწმენდითი სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა დღის განმავლობაში გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძე.
მალევე მოხდა დაზიანებების აღმოფხვრა 3 ადმინისტრაციულ ერთეულში და ამ დროისთვის შეუზღდავად მიეწოდება ელექტროენერგია მთლიან მუნიციპალიტეტს.
მცირე მეწყერები განვითარდა 4 საცხოვრებელ სახლთან, თუმცა სახლებს საფრთხე არ ემუქრება.
დაბა ქედაში ლევან ბერიძის სახცოვრებელ სახლთან განვითარდა მცირე მეწყერი, მალევე მოხდა მასის გაწმენდა.
მალევე იქნა წონიარისში საავტომობილო გზა გაწმენდილი ლოდებისაგან და მოძრაობა აღდგენილი.
წუხელ ღამით მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ბელტურის უბანში 4 ოჯახთან მისასვლელ გზაზე განვითარდა მეწყერი, ასევე დოხოძეების უბანში 6 ოჯახთან მისასვლელი გზაა ჩაკეტილი. ზედა ბზუბზუში კი საავტომობილო გზაზე გზის საყრდენი კედელია ჩამოშლილი.
სოფელ ნამონასტრევში საცალფეხო გზა ჩამოიშალა, რამაც 3 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა.
გაწმენდითი სამუშუაოები უახლოეს დროში განხორციელდება.
ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0