ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ზესტაფონშია

20/12/2017

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მარგვეთისა და უბისის ეპარქიაშია. ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში, წმინდა ნაწილებს ეპარქიის მღვდელმთავართან, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძეც დახვდა. საკათედრო ტაძარში მეუფე მელქისედეკმა პარაკლისი აღავლინა. ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ლოცვა – კურთხევით მთელი საქართველო მოიარა. მისი ნეშტი ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს ჩამოასვენეს. საკათედრო ტაძარში სიწმინდე 22 დეკემბრამდე დარჩება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0