ქეთევან ნატრიაშვილმა გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ინიცირებული პროექტის გაცნობა, რომელიც სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეწარმეობის სწავლების გაძლიერებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს შეიქმნას ერთიანი მიდგომა მეწარმეობის სწავლებასთან მიმართებაში, შესაბამისად, გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთდა შემოთავაზება, რომელიც ითვალისწინებს ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურზე ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამეწარმეო კურიკულუმების დანერგვას, მასწავლებელთა კომპეტენციების განვითარებასა და სოციალური მეწარმეობის კომპონენტის სწავლების გაძლიერებას.

Visited 194 times, 1 visit(s) today