ქვემო ქართლის სამხრეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

09/08/2017

ქვემო ქართლის სამხრეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის თავმჯდომარეობით, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრას რუსთავის მერი დავით ჯიქია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ლომიძე, ქალაქის თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების – საფარლოსა და ირგანჩაის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის, გარდაბანში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის მოწყობისა და სოფელ აკრიანში, ლოჭინის ხეობაში ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების შესახებ ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0