ქვემო ქართლი მასშტაბურ არტ-ფესტივალს უმასპინძლებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტს, დავით ოქიტაშვილს შეხვდა. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა რეგიონში, მიმდინარე წლის ზაფხულში დაგეგმილი მულტიფუნქციური არტ-ფესტივალის შესახებ იმსჯელეს და საორგანიზაციო საკითხები გაიხილეს.
მასშტაბური ღონისძიება წელს მანგლისში, ღია ცის ქვეშ გაიმართება რომლის საკონცერტო ნაწილში, მონაწილეობას ყველა თაობის ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ და პროგრამა ყველა ასაკის მსმენელზე იქნება გათვლილი. არტ-ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონის მუნიციპალიტეტების პავილიონების მოწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია მხარის ეთნო-კულტურული და ტურისტული პოტენციალის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მასშტაბურ არტ-ფესტივალს, ქვემო ქართლის რეგიონი, ტრადიციულად, ყოველწლიურად უმასპინძლებს.

Visited 92 times, 1 visit(s) today