ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ, ურთიერთთნამშრომლობის მორიგი მემორანდუმი გააფორმა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ, ურთიერთთნამშრომლობის მორიგი მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააფორმა.
დოკუმენტს ხელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ზვიად ჭუნაშვილმა და უნივერსიტეტის ადმინიტრაციის ხელმძღვანელმა, ქეთევან ლაკირბაიამ მოაწერეს.
შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტები რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და მხარეში არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების შესახებ, თემატურ პრეზენტაციას გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ რწმუნებულის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლო უნივერსიტეტებთან და აფორმებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სამხარეო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის რეალიზაციას. უნივერსიტეტები კი, ტურიზმის სფეროს განვითარებას ინტელექტუალური რესურსით შეუწყობენ ხელს

Visited 102 times, 1 visit(s) today