ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

31/01/2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რეგიონისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველმა და „ბუნების მკვლევართა კავშირი ორქისის“ ნარჩენების მართვის ექსპერტმა, ხათუნა ჩიკვილაძემ, შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო პროექტის ძირითადი მიზანი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის გაუმჯობესებისა და მოსახლეობის პასუხისმგებლობის გაზრდას ითვალისწინებს. მომხსენებელმა გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით საკანონმდებლო მოთხოვნების, საერთაშორისო ვალდებულებებისა და ევროპული გამოცდილების შესახებაც ისაუბრა.
საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება წარმოადგინა და მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე იმსჯელა გარემოს მონიტორინგის ექსპერტმა, ნუგზარ ბუაჩიძემ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მხარეებმა მათთვის საინტერესო, საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია დეტალურად მოისმინეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0