ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

09/06/2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რუსთავში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ კაცია, ქვემო ქართლის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბეგაძე, ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო რუსთავში არსებული სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისა და ახალი ქსელების მოწყობის საკითხს, ასევე სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი ჰაბის შექმნის საჭიროებას.
დღესვე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქში ფართომასშტაბიანი პროექტის, სპორტის სასახლის, მშებენლობის საკითხზეც იმსჯელეს. აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი სამუშაოები ქალაქში უახლოეს პერიოდში დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0