ქვემო ჭალის მოსახლეობა მალე სასმელ წყალს მიიღებს

09/11/2017

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა სოფელ ქვემო ჭალაში, წყალსადენის მაგისტრალის ქსელების და სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მოწყობილია დრენაჟი, სატუმბო სადგური, საქლორატორო და დარაჯის ოთახი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა რეზერვუარს, მოხდა შიდა დაქსელვა.
დასრულების პროცესშია მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რის შემდეგ სოფელი სრულად იქნება სასმელი წყლით უზრუნველყოფილი. პროექტს ახორციელებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი”. სამუშაოების ღირებულება 876 505 ლარია, რომელიც 70% ცენტრალური, ხოლო 30 % ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული – აღნიშნა გოჩ6ა გოჩიტაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0