ქვეყანაში სამედიცინო დახმარების ხარისხის საკითხებზე სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეხვედრა შედგა

23/03/2019

ქვეყანაში სამედიცინო დახმარების ხარისხის საკითხებზე სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეხვედრა შედგა. სხდომის ფარგლებში სამედიცინო დახმარების ეროვნული პროტოკოლების განახლებისა და მათი პრაქტიკაში დანერგვის საკითხები განიხილეს, ასევე იმსჯელეს ექიმების პროფესიული მოვალეობის შესრულების პროცესში ხელის შეშლის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივაზე და სამედიცინო შემთხვევების მედიაგაშუქების სტანდარტების დანერგვაზე. შეხვედრაზე დარგობრივი ასოციაციების აღიარების კრიტერიუმების დადგენის საკითხიც განიხილეს.
გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს, საკანონმდებლო ორგანოს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0