ქვეყნის მასშტაბით, 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.

22/01/2024

სამცხე-ჯავახეთში უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის გაცნობა წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის მასშტაბით, 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლებსაც 3 ან მეტი არასრულწლოვანი ჰყავთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.
პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება და მისი ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს. სამცხე-ჯავახეთში გამართულ სამუშაო შეხვედრას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით გურამიშვილი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ზვიადაძე, სამმართველოს უფროსი თენგიზ ყურაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარეში თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იოსებ ალიბეგაშვილი, აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები და სოციალური სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0